ახალი ამბები

ამბულატორია ციცაგაანთკარში ექთნების გარეშე

სოფელში, სადაც ამბულატორიის მოსაწყობად 33 000 ლარი დაიხარჯა, მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების მიღებას მაინც ვერ ახერხებს – ციცაგიანთკარში მოწყობილ ამბოლატორიას ექთნები არ ჰყავს.

მოსახლეობა გვიყვება, რომ ამბულატორიის მოწყობა მათი მოთხოვნა იყო, თუმცა იმ მიზნით, რომ სამედიცინო მომსახურების მიღება სოფელშივე გამხდარიყო შესაძლებელი.

“ექთნები ვერ დადიან, უფასოდ იარეთო ასე ეუბნებიან, რაც დადგეს არ ამუშავებულა”, – ამბობს ციცაგიანთკარში მცხვორები ნატალი სადაღაშვილი.

მისი თქმით, ექთნებს სატრანპოსრტო ხარჯს არ უფინანსებენ. შესაბამისად, ისინი სოფლის ამბულატორიაში სამუშაოდ არ დადიან.

“ექთნები ამბობენ, რომ გვთხოვენ, უფასოდ იარეთო, არ გვიმატებენ ხელფასსო. ამიტომ არ დადიან და მართლებიც არიან, დამატებითი ანაზღაურების გარეშე არ იმუშავებენ”, – ამბობს სადაღაშვილი.

ციცაგიანთკარში ამბულატორია გასული წლის ზაფხულში მოეწყო. ადგილობრივმა ხელოსუფლებამ სამუშაოები პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, რადგან რამდენჯერმე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. სამუშაოებისთვის 33 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

დატოვეთ კომენტარი