ახალი ამბები

გორიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა გრძელდება

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა გრძელდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შტაბიდან არამალფუჭებადი საკვები, ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები უკვე დახარისხებულია და გასაგზავნადაა გამზადებული.

“უკრაინის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქციაში აქტიურად ჩაერთო როგორც საჯარო უწყება, ასევე კერძო სექტორი და ორგანიზაციები. სპეციალურად შექმნილ შტაბში, რომელიც გორის მერიის შენობაშია განთავსებული, უკვე რამოდენიმე კვირაა ტვირთის შეგროვება ხორციელდება” , – ინფორმაციას მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის დახმარებით, 150 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში უკვე გაიგზავნა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.