ახალი ამბები

როდის დაიწყება აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია გორში

გორში, აღმაშენებლის ქუჩა ერთ თვეზე მეტია გადათხრილია. მერიაში ამბობენ, რომ წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება მიმდინაროებს. მოსახლოება აღნიშნულ გზაზე არსებული ვითარებით უკმაყოფილოა.

მოქალაქეების ნაწილი სამუშაოების ტემპით უკმაყოფილოა და მერიას რეაბილიტაციის დაჩქარებას სთხოვს.

“მერამდენედ ათხარეს, ამდენი ხანია ამ მდგომარეობაშია, ძალიან რთულია გადაადგილება”.

“დაბომბილ მარიუპოლშიც არაა მგონი ასეთი გზები. გადათხრილი და ატალახებულია რა ხანია ეს ქუჩა. ალბათ, უამინდობამაც შეუშალათ ხელი, მაგრამ მართლა ძნელია ასეთ პირობებში გადაადგილება”, – ამბობენ მოქალაქეები.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობის სამუშაოები. დასრულდება თუ არა, დაიწყება ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები”, – ამბობენ მერიაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.