ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტში შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში გაიგზავნა 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ნივთები შეგროვდა. 

უნივერსიტეტის ცნობით, ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაიგზავნა უკრაინაში. 

“აქციაში ჩართულები იყვნენ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები”, – ამბობენ უნივერსიტეტში. 

ნივთების გაგზავნაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსისტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.