ახალი ამბები

ხელოვნების სახლმა ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინის ფონდში გადარიცხა 

გორის ხელოვნების სახლში Art House გაიმართა კინოჩვენება უკრაინისთვის – სიმონ ვილმონტის ფილმის “ძაღლების შორეული ყეფა”. 

ჩვენების ფარგლებში გაიყიდა გორელ ფოტოგრაფთა კლუბის გამოფენა “19 კითხვა” -დან ნამუშევრები. 

“გაიყიდა გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club-ის გამოფენა “19 კითხვა”-დან ნამუშევრები და შეგროვილი თანხა, 265 ლარი გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში”, – ნათქვამია გორის ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღნიშნული ჩვენება გაიმართა ქსელ “კულტურა რეგიონებში” კინოკვირეულის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერებიც არიან გამოცემა ინდიგო • Indigo, ფილმის ავტორი სიმონ ვილმონტი და CinéDOC-Tbilisi.

დატოვეთ კომენტარი