ახალი ამბები

გორის საკრებულოს “მდუმარე დეპუტატები” – 36-დან 18 დეპუტატს ინიციატივა არ წარუდგენია

2021 წლის მოწვევის საკრებულოს შეკრებიდან 3 თვეზე მეტია გასული. თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, საკრებულო პირველად 3 დეკემბერს შეიკრიბა. მას შემდეგ, ჯამში 8 სხდომა ჩატარდა.

ოფიციალურად, საკრებულოს 36 წევრიდან ინიციატივა მხოლოდ 18-მა დეპუტატმა წარადგინა. დანარჩენ დეპუტატებს ამ პერიოდის განმავლობაში არცერთი ინიციატივა არ ჰქონიათ.

ყველაზე მეტი – 3 ინიციატივა წარადგინა ენმ-ის წევრმა ნაზი დიდებელმა. ამავე ოდენობის ინიციატივები აქვს წარმოდგენილი გიორგი სოსიაშვილს, გიორგი შიოშვილს და მამუკა ბაზანდარაშვილს.

ოპოზიციიდან მერიას ინიციატივით მიმართეს ენმ-ის წევრებმა ბექა ქორჩილავამ, ანა ბალიაშვილმა, ქეთევან გოგიაშვილმა და კახა ლობჟანიძემ, ასევე პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მაია ბოლაშვილმა.

არცერთი ინიციატივა არ ჰქონია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს და მის ორ მოადგილეს: მარლენ ნადირაძეს და ბექა ლობჟანიძეს. თამარ მურალოვამ წარადგინა მხოლოდ 1 ინიციატივა.

საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებსაც 3 თვის განმავლობაში არცერთი ინიციატივა არ წარუდგენიათ არიან: ასმათ ტალახაძე, ლეილა მამულაშვილი, გიორგი გოგშელიძე, მანუჩარ ლაფაში, მიხეილ გოგინაშვილი, მიხეილ ვახტანგაშვილი, დავით ადუაშვილი, ნანი ოქროპირიძე, ივანე ნონიკაშვილი, ბორის გოგიჩაიშვილი, გიგა გელაშვილი, მამუკა ფანიაშვილი, მერაბ გოხელაშვილი, გივი გინტური და ნანა ლოთიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.