ახალი ამბები

“ნელ-ნელა ვუბრუნდებით ძველ რეჟიმს” – სკოლები და ბაღები კოვიდვითარების ფონზე

გორის მუნიციპალიტეტის სკოლები და საბავშვო ბაღები კოვიდშემთხევების შემცირების შემდეგ, სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, დისტანციურ სწავლებაზე არცერთი სკოლა აღარაა, თუმცა სასწავლო პროცესი კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

“დისტანციურ რეჯიმზე არც ერთი სკოლა არ გვყავს, ყველამ დაიწყო სწავლა სკოლის შენობებში, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღია დაკეტილი.

“კოვიდივითარების გამოსწორების ფონზე, გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, მხოლოდ მერეთის საბავშვო ბაღია დაკეტილი, რადგან დაფიქსირდა კორონავირუსის 10 შემხვევა”, – ამბობენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის შემთხევების გამო, სკოლების ნაწილი სრულად ან ნაწილობრ დისტანციური სწავლების რეჟიმზე იყო გადასული, ხოლო საბავაშვო ბაღები – დაკეტილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.