ახალი ამბები

13 ქალი და 11 კაცი – ვინ არიან გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები გორში

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა ცნობილია – საბჭოში 24 წევრია, აქედან სამი მათგანი არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს.

გენდერული საბჭოს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ხელმძღვანელობს. წევრების უმრავლესობას კი საკრებულოს დეპუტატები და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ.

დავით რაზმაძის თქმით, გენდერულ საბჭოს სამუშაო გეგმა უკვე აქვს და აქტიობებსაც მალე დაიწყებენ.

“ახალი დებულების საფუძველზე, ადრე თუ ერთი წარმომადგენელი იყო არასამთავრობო სექტორიდან, ახლა სამი წარმომადგენელია. მონახაზი უკვე გვაქვს, გეგმას შევიმუშავებთ, პირველ სხდომას ჩავატარებთ და მერე გვექნება გასვლები”.

– დავით რაზმაძე

გენდერული საბჭოს შემადგენლობაში არიან:

  • დავით რაზმაძე;
  • თამარ მურალოვა;
  • მერაბ მელანაშვილი;
  • ნანი ოქროპირიძე;
  • მამუკა ფანიაშვილი;
  • მერაბ გოხელაშვილი;
  • ბექა ქორჩილავა;
  • კახა ლობჟანიძე;
  • ანი ბალიაშვილი;
  • მამუკა ბაზანდარაშვილი;
  • მაია ბოლაშვილი;
  • ნანა ლოთიშვილი;
  • გიგა გელაშვილი;
  • ლიანა ოქროპირიძე;
  • გიორგი სოსიაშვილი;
  • ლეილა მამულაშვილი;
  • ნინო მეგრელიშვილი;
  • მარიკა მღებრიშვილი;
  • იოსებ მეზვრიშვილი;
  • ზაქარია ნასყიდაშვილი;
  • ნათელა ომაძე;
  • ინგა ტარიელაშვილი;
  • თამარ ზურაბაშვილი;
  • ვერა ბიწაძე.

გორის მუნიციპალიტეტის გენდერულ საბჭოში 13 ქალი და 11 კაცია.

დატოვეთ კომენტარი