ახალი ამბები

10 სოფელში საბავშვო ბაღების გათბობის სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა 

გორის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში საბავშვო ბაღების გათბობის ქვაბების შენობებს გარეთ გატანის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის 22 205 ლარია გათვალისწინებული. 

აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება ბერბუკში, ბერშუეთში, დიცში, ფხვენისში, კარალეთში, ძევერაში, ქვემო ხვითში, ტინისხიდში, ტირძნისა და ზეღდულეთში არსებულ საბავშვო ბაღებში.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების მიწოდება ხელკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი