ახალი ამბები

დაფუძნდა საქართველოს ევროპული ფორუმი

სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ევროპული ფორუმი დააფუძნეს. ფორუმის შექმნის მიზანს და წევრების სულისკვეთებას გორის სათემო რადიო “მოზაიკაც” იზიარებს.


სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გაერთიანებულნი რწმენით, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არის ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი

  • სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს საუკეთესო მეგობარ სახელმწიფოს – უკრაინასა და მის გმირ ხალხს
  • თვლიან, რომ დემოკრატიის მშენებლობის და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ამოცანები ზეპარტიულია, სცდება პარტიულ თუ იდეოლოგიურ სხვაობებს და წარმოადგენს საერთო ეროვნულ ინტერესს
  • აცხადებენ, რომ რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრა არის ჰუმანიტარული და სამხედრო დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და ასევე, პირდაპირი საფრთხეც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის
  • და რომ ამ საფრთხეების განეიტრალებასა და შესუსტებას სჭირდება არა უმოქმედობა, არამედ სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება ქვეყანაში.

აუცილებლად მიიჩნევენ ფართო და ინკლუზიურ სამოქალაქო და პოლიტიკურ კოორდინაციას და საერთო ძალისხმევის უკეთ ორგანიზებას.

ამისათვის, დეკლარაციაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები და მოქალაქეები:

  • ქმნიან „საქართველოს ევროპულ ფორუმს“, როგორც ინსტრუმენტს პროდემოკრატიული ორგანიზაციების უფრო ინტენსიური თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივებისთვის
  • „საქართველოს ევროპული ფორუმი“ იქნება ერთობლივი კონსულტაციის, დაგეგმვისა და ორგანიზების ღია და დემოკრატიული პლატფორმა
  • ფორუმს ნებისმიერ დროს შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი ორგანიზაცია და მოქალაქე, რომელიც აღიარებს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ.

„საქართველოს ევროპული ფორუმის“ მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:

  1. უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო ნაბიჯების უახლოესი დღეების განმავლობაში გადადგმა, სათანადო რეფორმებისა და ცვლილებების ეფექტური განხორციელება და ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა;
  2. გადადგას ქმედითი ნაბიჯები უკრაინასთან ურთიერთობის სასწრაფოდ მოსაგვარებლად და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოახდინოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მაქსიმალური სინქრონიზაცია ევროკავშირთან
  3. უახლოეს ხანებში განახორციელოს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობათა მიმოხილვა და როგორც საპარლამენტო, ისე საჯარო ფორმატებში, განიხილოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზები და მიიღოს სწრაფი ზომები უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ხარისხობრივად ასამაღლებლად, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ;
  4. მიიღოს ეფექტური და სწრაფი ზომები რუსული პროპაგანდის, დეზინფორმაციის და ჰიბრიდული ომის სხვა ინსტრუმენტების ეფექტურად აღსაკვეთად და გასაუვნებელყოფლად საქართველოში
  5. უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განიხილოს ეს საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

საქართველოს ევროპული ფორუმი გააგრძელებს დემოკრატიული ჯგუფების კონსოლიდაციას ამ მიზნებისა და ფასეულობების გარშემო, იმუშავებს ახალი ინიციატივების შესამუშავებლად და პოლიტიკაზე პოზიტიური ზემოქმედების მისაღწევად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

აქართველოს ევროპულ ფორუმში გაწევრიანების განაცხადის ფორმა: https://forms.gle/QLYNJZVEzNt7VR5u9

ხელმომწერთა სია:

  1. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  2. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
  3. ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი
  4. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  5. სამოქალაქო იდეა (Civic IDEA)
  6. სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC)
  7. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  8. მედია ცენტრი კახეთი (MCK)
  9. კახეთის განვითარების ფონდი (KRDF)
  10. რეგიონის განვითარების ცენტრი
  11. სოციალური ქოლგა სამოქალაქო აქტივობების ცენტრი – კახეთი
  12. პანკისის სათემო ორგანიზაცია
  13. “მთავარი ამბები კახეთიდან”
  14. კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
  15. გორის ფოტოგრაფთა კლუბი
  16. საინიციატივო ჯგუფი “მარო” – შიდა ქართლი
  17. ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება – შიდა ქართლი
  18. კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი
  19. ქალი და განვითარება – შიდა ქართლი
  20. გორის სათემო რადიო “მოზაიკა”
  21. პლატფორმა სალამი
  22. საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” – შიდა ქართლი
  23. “კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი”- შიდა ქართლი
  24. “ქართული მედია ჯგუფი” – შიდა ქართლი
  25. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
  26. “გორის საინფორმაციო ცენტრი”
  27. რადიო ძველი ქალაქი – იმერეთი
  28. ორგანიზაცია „უფლებებისა და განათლებისათვის“ – იმერეთი
  29. „იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამა“ – იმერეთი
  30. „სააგენტო გაიგე მთავარი იმერეთში“ – იმერეთი
  31. ორგანიზაცია „მომავლის განვითარების სახლი“ – იმერეთი
  32. საინფორმაციო სააგენტო First News – იმერეთი
  33. ორგანიზაცია „ქუთაისის ქალთა კლუბი“ – იმერეთი
  34. ორგანიზაცია „საათი“ – იმერეთი
  35. „თაობათა დიალოგი“ – იმერეთი
  36. ორგანიზაცია „ხონის სათემო განათლების ცენტრი – იმერეთი
  37. ორგანიზაცია „ინგლისური ენის პედაგოგების სივრცე“ – იმერეთი
  38. სტუდია რეკი – აჭარა
  39. საზოგადოება “ბათუმი”
  40. დემოკრატიის ინსტიტუტი – აჭარა
  41. ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის – აჭარა
  42. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია – აჭარა
  43. თანადგომა, ბათუმის ფილიალი – აჭარა
  44. ბათუმის ველომოყვარულთა ქსელი – აჭარა
  45. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  46. ასოციაცია ფლორა და ფაუნა – აჭარა
  47. პოლიტიკური გაერთიანება “დროა”
  48. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“
  49. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”
  50. პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი დემოკრატები”
  51. პოლიტიკური გაერთიანება “ანა დოლიძე – ხალხისთვის”
  52. პოლიტიკური გაერთიანება “სტრატეგია აღმაშენებელი”
  53. ბაკურ კვაშილავა (სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი – GIPA)
  54. თეონა აქუბარდია – საქართველოს პარლამენტის წევრი
  55. ნინო ზაუტაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)
  56. გიორგი კანაშვილი (კონფლიქტოლოგი)
  57. შალვა ძებისაშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი/საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი)
  58. შოთა დიღმელაშვილი (Forbes-ის აღმასრულებელი რედაქტორი, აქტივისტი)

სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, გაერთიანებულნი რწმენით, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არის ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი აუცილებლად მიიჩნევენ ფართო და ინკლუზიურ სამოქალაქო და პოლიტიკურ კოორდინაციას და საერთო ძალისხმევის უკეთ ორგანიზებას.

დატოვეთ კომენტარი