ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება

მიმდინარე წელს გორის მუნიცი პალიტეტში 3 საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება.

ინფორმაციას გორის მუნიცალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების თქმით, საქაშეთის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი ორის შემტხვევაში სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მზადდება.

“მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, ეს არის საქაშეთი, ზერტი და ახალდაბა. საქაშეთის ბაღის ასაშენებლად უკვე მიმდინარეობს ტენდერი, ხოლო რაც შეეხება ზერტი და ახალადაბას, აქ  იწყება სახაჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება”, – ამბობს გორის მერია

დატოვეთ კომენტარი
ტეგები