ახალი ამბები

„ქართული ოცნების” აქტივისტს გორის ა(ა)იპ-ებში ხელშეკრულება შეუჩერეს

„ქართული ოცნების” აქტივისტს ფარნა მახოხაშვილს გორის ა(ა)იპ-ებში ხელშეკრულება შეუჩერეს. მიზეზი, მახოხაშვილის წინააღმდეგ, გორის რაიონულ სასამართლოში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეა.

“მახოხაშვილს შეჩერებული აქვს ხელშეკრულება, რადგან მის მიმართ სასამართლო წარმოება ჯერ არ დასრულებულა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას” , – განმარტავენ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში, სადაც მახოხაშვილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციას იკავებდა.

ამავე პოზიციაზე მახოხაშვილი კიდევ ერთ ა(ა)იპ-ში – გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოშიც იყო დასაქმებული.

როგორც ცნობილია, ფარნა მახოხაშვილს ოჯახში ძალადობა ედება ბრალად. მის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.

ცნობისთვის, ფარნა მახოხაშვილს საზოგადოება ოპოზიციის კონტრაქციებიდან იცნობს, ის არის ე.წ. ცოცხებისა და მთავარ არხთან გამართული აქციის ორგანიზატორიც.

დატოვეთ კომენტარი