ახალი ამბები

შავშვებთან დაშავებული 9 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 9 წლის ბავშვი “გორმედიდან” თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. 

“კლიკინაში შემოყვანისას ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო, ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგადაც მოხდა მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, – განაცხადეს “გორმედში”. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. ისინი ოჯახის წევრები იყვნენ – მამა, დედა, შვილი და ბებია. 

დატოვეთ კომენტარი