ახალი ამბები

გორსა და კასპში ენმ – ს ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს 

გორსა და კასპში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე წითელი საღებავებით შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს. 

ამის ამსახველი ფოტოები შიდა ქართლის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა გაავრცელა. 

“მორიგი თავდასხმა გორის და კასპის ენმ -ს ოფისებზე. პუტინისტურ დაჯგუფებებს მფარველობს პოლიციის მაღალჩინოსნები. ყველას მოგეკითხებათ!”, – წერს ბასიშვილი სოციალურ ქსელში. 

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ გორში, ენმ- ს ოფისზე რუსული წარწერებიც გააკეთეს. 

დატოვეთ კომენტარი