ახალი ამბები

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის მერმა გორს ჰუმანიტარული დახმარება სთხოვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, უკრაინის ერთ-ერთი ქალაქის, მელიტოპოლის მერმა, ღია წერილი გამოუზავანა და სთხოვა ჰუმანიტარული დახმარება. 

გორთან დამეგობრებული ქალაქის მერმა წერილში მელიტოპოლში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ახლა პირველადი დახმარების ნივთები ესაჭიროებათ. 

“მელიტოპოლი არის ჩვენთან დამეგობრებული ქალაქი, ამ ქალაქში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩემთვის უკრაინელი ხალხი ძალიან ძვირფასია და გაუმართლებლად მიმაჩნია ის, რაც მათ თავს ხდება. მელიტოპოლის მერმა გამომიგზავნა წერილი, სადაც წერს რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ, სჭირდებათ დახმარება და გვთხოვს, რომ დავეხმაროთ ჰიგიენური და სხვადასხვა პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით”, – განაცხადა დავით რაზმაძემ, 11 მარტის საკრებულოს სხდომაზე. 

ინფორმაციისთვის, მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი რუსმა ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს, მისი ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ის ცოცხალია და რუსები აწამებენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.