ახალი ამბები

ცხინვალის ე.წ სასამართლომ ორ გორელს პატიმრობა შეუფარდა

ცხინვალის ე.წ სასამართლომ ორ გორელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 105-ე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

“ცხინვალში გაიმართა ვლადიმერ კანიაშვილისა და კახაბერ ნათაძის სასამართლო პროცესები, მათ შეეფარდათ უკანონო სასჯელი, ვლადიმერ კანიაშვილს 6 თვის ვადით, ხოლო კახაბერ ნათაძეს 3.6 წლის ვადით. აქვე მინდა ვთქვა მამუკა ჩხიკვაძეზე, მისი ე.წ. სასამართლო პროცესი არ გამართულა. ბრძოლა გაგრძელდება და ჩვენი ყველა თანამოქალაქე აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს, ისე როგორც ეს სხვა შემთხვევებში მოხდა. “, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

როგორც ცნობილია, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 6 მოქალაქე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.