ახალი ამბები

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ შველიძე დაინიშნა 

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე დაინიშნა.

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.

 ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეს პროფესიული განათლება საქართველოში და გერმანიაში აქვს მიღებული. კულტრის სამინისტროს ინფორმაციით, ის 25 წელზე მეტია ემსახურება ქართული თეატრს, როგორც რეჟისორი და სპექტაკლების მხატვრული გამფორმებელი.

ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე ასევე რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენის ერთ-ერთ დამფუძნებელია და არაერთი სპექტაკლი აქვს დადგმული ამ სცენაზე. გარდა ამისა, იგი არის არაერთი მასობრივი ხასიათის ღონისძიების რეჟისორი (სახალხო ზეიმი „თბილისობა 2013“ – რეჟისორი; 2017 წელს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიება – რეჟისორი; 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია – კრეატივი/დაგეგმარება და სხვა).

ინფორმაციისთვის, გორის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული. პირველად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა, რომელიც 2022 წლის 24 იანვარს ჩაიშალა და განმეორებით 2022 წლის 25 იანვარს გამოცხადდა. კონკურსის გამოცხადებმადე, აღნიშნულ პოზიციას დავით ჩხარტიშვილი იკავებდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.