ახალი ამბები

გორის ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერა არ გამოუხატავს

გორის ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერა არ გამოუხატავს – ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არც ერთ თანამდებობის პირს არ გაუკეთებია. ისინი არც ომის დაწყების საპასუხოდ, 24 თებერვალს გორის ცენტრალურ მოედანზე გამართულ აქციას შეერთებიან.

მათი ორგანიზებით, არც სიმბოლური ხასიათის მხარდამჭერი აქტივობა განხორციელებულა – მაგალითად, მუნიციპალური შენობების უკრაინის დროშის ფერებში განათება, უკრაინის დროშის აღმართვა ან თუნდაც, მერიის საკუთრებაში მყოფ მონიტორებზე მხარდამჭერი ბანერების განთავსება.

ადგილობრივი ხელისუფლების დუმილის ფონზე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გორი უკრაინის სამ ქალაქთან (პავლოგრადი, მელოტოპილი და ლუცკი) არის დამეგობრებული.

დატოვეთ კომენტარი