27 თებერვალს გორში გაიმართა პირველი საკოორდინაციო შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის, სადაც განხილული იყო შესაძლებლობები უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების და გაგზავნისთვის.
“მოგიწოდებთ არასამთავრობო სექტორს, მოქალაქეებს, ოპოზიციურ პარტიებსა და ბიზნეს სექტორს, ჩაერთოთ ჰუმანიტარული მისიისთვის სხვადასხვა საჭიროებების შეგროვების პროცესში”, – ამბობენ იდეის ორგანიზატორები.
უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების გასაწევად მოქმედებს ცხელი ხაზი:
599 61 30 64 სოსო მეზვრიშვილი;
ცხელი ხაზის გამოყენება შესაძლებელია დასახმარებელი საჭიროებების მიწოდებისთვისაც.
შესაგროვებელი ნივთების ჩამონათვალი:
ჰიგიენური და მედიკამენტების რესურსი;
პლედები და საბნები;
ბავშვის ტანსაცმელი;
ერთჯერადი ჭურჭელი;
არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები.