ახალი ამბები

პრორუსულმა პარტიამ გორიდან პირველი შემოწირულობა მიიღო

„ალტინფოს” დაფუძნებულმა პოლიტიკურმა პარტიამ კონსერვატიული მოძრაობა გორიდან პირველი შემოწირულობა მიიღო.

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ბაზაში შემოწირულობა 16 თებერვალს დაფიქსირდა. შემომწირველი მაია სააკაშვილია, რომელმაც პარტიას 600 ლარი გადაურიცხა.

როგორც ცნობილია, პარტია გორში ოფისის გახსნასაც აპირებს. მათ უკვე იქირავეს საოფისე ფართი ქალაქის ცენტრში. პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოფისი 23 თებერვალს 16:00 საათზე გაიხსნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.