ახალი ამბები

გორში „ალტინფოს” დაფუძნებული პარტიის ოფისი იხსნება

გორში, ჭავჭავაძის გამზირზე N51-ში პრორუსული და ანტილიბერალური პარტიის “კონსერვატიული მოძრაობა” ოფისი იხსნება.

პარტიის წარმომადგენელი ზურაბ ანიაშვილი ამბობს, რომ ოფისი გორში უახლოეს მომავალში გაიხსნება.

“გორის ოფისი მზადების პროცესშია, ახლო მომავალში გავხსნით ოფიციალურად, აუცილებლად მობრძანდით” , – უთხრა რადიო “მოზაიკას” ზურაბ ანიაშვილმა.

„ალტ-ინფოსა“ და პარტიის დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია მედიასთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთთან საუბრის გარეშე „ფონს ვერ გავალთ“.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკური აქტივობებისთვის მათ საკმარისი ძალა აქვთ – იმისიც სჯერათ, რომ მომდევნო არჩევნებზე მათი მოძრაობა „ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ძალა” იქნება.

პარტიამ ოფისები უკვე გახსნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმში, ქუთაისში, საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, სამტრედიაში, სენაკში, ფოთსა და ჩხოროწყუში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.