ახალი ამბები

გორელი ძიუდოისტები თაკო გიგოლაევი და ეთერ ასკილაშვილი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

გორის სპორტის სასახლეში ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც თაკო გიგოლაევმა და ეთერ ასკილაშვილმა ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულეს.

“სპორტის სასახლეში გაშლილ ტატამზე, 8-8 წონით კატეგორიაში იასპარეზეს ვაჟებმა და გოგონებმა კადეტებში, ხოლო გოგონებმა ახალგაზრდებს შორის – 5 წონით კატეგორიაში გაარკვიეს ჩემპიონ-პრიზიორების ვინაობა.ამ ჩემპიონატის მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებში და შემდეგ გაირკვევა ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც წლის მთვარ შეჯიბრებებზე – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოვა” , – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ გამარჯვებულთა სრულ სიას:

გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა:

ოქრო – ოთარ სამნიაშვილი (50 კგ), საბა სამადალაშვილი (66 კგ), თამაზ ბიგანაშვილი (+90 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ)

ვერცხლი – ნინი იაშვილი (48 კგ), სალომე სტეფნაძე (57 კგ)

ბრინჯაო – საბა საბაშვილი (55 კგ), დავით ქარელი (60 კგ), ლუკა თურაზაშვილი (73 კგ), ნუცა თათრიშვილი (52 კგ), გვარამაძე (63 კგ), რეგინა უთნელიშვილი (63 კგ)

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა:

ბრინჯაო – მარიამ აბალაკი (+70 კგ)

ძიუდოს კლუბი „გორი ჯვარი“:

ოქრო – თაკო გიგოლაევი (48 კგ)

ვერცხლი – მარიამ ბურძენაძე (57 კგ)

ბრინჯაო – ნინო ხანიშვილი (63 კგ)

როგორც ცნობილია,  შეჯიბრების ორგანიზატორი საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ერთად იყო გორის მუნიციპალიტეტის მერია და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები