ახალი ამბები

ხურვალეთთან საოკუპაციო ბანერის უკრაინის ფერებში შეღებვის გამო სამხრეთ დე – ფაქტო ოსეთმა საქმე აღძრა

ურვალეთთან საოკუპაციო ბანერის უკრაინის ფერებში შეღებვის გამო დე – ფაქტო სამხრეთ ოსეთმა საქმე აღძრა. 

ინფორმაციას მოძრაობა “სირცხვილიას” წევრის გიგა მაქარაშვილი ადასტურებს და ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს, სამოქალაქო საზოგადოება ვალდებულია იმოქმედოს. 

“როდესაც ხელისუფლება უმოქმედოდაა და არ ცდილობს შეაჩეროს ბორდერიცაზიის პროცესი, ან გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასეთ დროს სამოქალაქო საზოგადოების ვალია იაქტიუროს. რა თქმა უნდა ჩვენ არ გავჩერდებით, ეს ყველაფერი დროებითია, დროებით აქვს მიტაცებული ოკუპანტს ჩვენი მიწები, ჩვენ დავასრულებთ ამ პროცესებსაც და  ხელისუფლებასაც”, – ამბობს გიგა მაქარაშვილი

ინფორმაციისთვის, რამოდენიმე დღის წინ ხურვალეთთან, საოკუპაციო ბანერი უკრაინის ფერებში შეღებეს და დააწერეს: слава Україні

დატოვეთ კომენტარი