ახალი ამბები

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება 

გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება. 

პროექტებს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა იმ შეხვედრებზე შეარჩევს, რომლებიც წინასწარ შედგენილი გრაფიკით 21 თებერვლიდან დაიწყება.სოფლის კრებები მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში მუნიციპალიტეტის 112 სოფელში გაიმართება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩასატარებელი საერთო კრების სხდომებისა და ამომრჩევლებთან გასამართი კონსულტაციების გრაფიკი იხილეთ ბმულზე.

2022 წელს პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.