გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შიდა ქართლში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვას განმარტებით, ორგანიზაცია ქალების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
“შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაზე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოთ ქალების გაძლიერებას და გააქტიურებას პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუნდაც არ იყოს პოლიტიკაში, მაგრამ მოწონს ჩვენი პარტია ან მხარდამჭერია”, – ამბობს მურალოვა
შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ზაალ დუგლაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ.