ახალი ამბები

ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრებლებმა მიწისძვრის დროს ღამე ქუჩაში გაათენეს

გორში ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრებლებმა მიწისძვრის დროს ღამე ქუჩაში გაათენეს.

ადგილობრივების თქმით შენობა ინგრევა, მიწისძვრის გამო კიდევ უფრო დაზიანდა, როგორც ამბობენ ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა.

“მთელი ხალხი გარეთ იყო, ეშინოდათ მიწისძვრის განმეორების, ისედაც შენობა ჩამონგრევის პირასაა, წუხანდელმა მიწისძვრამ სინკარები უფრო დაწია, როდის ჩამოვარდება არ ვიცით. გვეშინია ისევ არ განმეორდეს და სულ არ ჩამოიშალოს კედლები, რაც მსხვერპლის გარეშე არ დასრულდება”, – ამბობს მედიკო ტატიშვილი

დატოვეთ კომენტარი