ახალი ამბები ციტატები

„აუდიტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები გორის ა(ა)იპ-ებისთვის საჭირო და დროულია”

„სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები გორის ა(ა)იპ-ებისთვის საჭირო და დროულია” , – ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ანა ბალიაშვილმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო აუდიტმა გორის მუნიციპალური ააიპ-ების მისამართით შემუშავებული რეკომენდაციები საკრებულოს გაუგზავნა, რომლის შესახებაც, 11 თებერვლის სხდომაზე იმსჯელეს. 

​”სახელმწიფო აუდიტი მერიას ეუბნება, რომ პრობლემები აქვს ბიუჯეტის ხარჯვისას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის მიმართულებით და მათი მუშაობის ეფექტიანობის კუთხით. ეს რეკომენდაციები თითქმის ემთხვევა რადიო “მოზაიკის” მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ საკითხებს, რომელიც ასევე ჩვენი ფრაქციის მიერ მომზადებულ ინიციატივაშია ასახული. თუმცა მეეჭვება, რომ გორის მერიამ ამის შესრულების პოლიტიკური ნება გამოიჩინოს. თუ ასე მოხდა მას სერიოზული რეორგანიზაციის განხორციელება მოუწევს და შესაბამისად ქართული ოცნების იმ აქტივისტების სახლში გაშვება, რომლებიც ასე მრავლად არიან ა(ა)იპებში დასაქმებულები” , – აცხადებს ანა ბალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რადიო “მოზაიკამ” იმუშავა პროექტზე “მედიაადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისთვის, რომლის ფარგლებშიც სამუშაო ჯგუფთან ერთად შედგა სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი – “როგორ მივიღებთ უკეთეს მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.