ახალი ამბები

გორელმა მოჭადრაკე გოგოება ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ბილისში გამართულ ნანა იოსელიანის სახელობის თასზე გორელმა მოჭადრაკე გოგოებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ორივე სპორტსმენი გორის შოთა ჩოჩიშვილის სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

“შეჯირბებაზე, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკეები ასპარეზობდნენ. 11 წლამდე ასაკის მონაწილეთა შორის, ტურნირის ვერცხლის პრიზიორი მარიამ ცაციაშვილი გახდა, ბრინჯაოსი კი მარიამ ნუკრაძე. ორივე მოჭადრაკე გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია და მათი მწვრთნელი ოთარ დოლიძე გახლავთ”, – წერს სააგენტო

დატოვეთ კომენტარი