ახალი ამბები

გორში ავარია მოხდა – ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

გორში ავარია მოხდა. შემთხვევა თამარ მეფის და ძმები რომელაშვილების ქუჩის კვეთაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოძრაობა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეფერხდა.

დატოვეთ კომენტარი