ახალი ამბები ციტატები

„ჩვენ ვართ „იდეინნი” ახალგაზრდები, რომლებსაც მიზანი გაგვაჩნია”

„ჩვენ ვართ „იდეინნი” ახალგაზრდები, რომლებსაც მიზანი გაგვაჩნია” , – ასე უპასუხა ჟურნალისტის ერთ-ერთ შეკითხვას გორელმა ახალგაზრდამ, 23 წლის რეზო კერესელიძემ, რომელიც 10 თებერვალს, გორში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა.

ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა კომუნალურ გადასახადებზე გაზრდილი ტარიფები გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ გააპროტესტეს. სწორედ აღნიშნული აქციის საპირისპირო – კონტრაქცია მოაწყეს მიმდებარე ტერიტორიაზე რეზო კერესელიძემ და რამდენიმე სხვა მოქალაქემ.

“ჩვენ ვართ იდეინნი ახალგაზრდები, რომლებსაც მიზანი გაგვაჩნია. კონტრაქციის მიზანი ისაა, რომ ეს რაც ხდება, ფაქტობრივად ტყუილებია ეს ყველაფერი, შეცდომაში შედის საზოგადოება. ფასები იმიტომ იზრდება, რომ ქვეყანაში არის ინფლაცია” , – განუცხადა კერესელიძემ ჟურნალისტებს.

ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ აქციის დასაწყისშივე დიდი რაოდენობის სამართალდამცავები განლაგდნენ. მათ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული შენობის კიბეებზე დგომის საშუალება აღარ მისცეს და აღნიშნული ადგილი თავად დაიკავეს. 

დატოვეთ კომენტარი