კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 11 თებერვალს დისტანციურად ჩატარდება. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი ზაზა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ სხდომა ონლაინ – ზუმის საშუალებით ჩატარდება.
“კორონავირუსი დაუდასტურდა საკრებულოს რამდენიმე დეპუტატს, ზოგიერთი მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება, აქედან გამომდინარე, სხდომას დისტანციურად ვატარებთ” , – განმარტავს ზაზა ნასყიდაშვილი.
როგორც ცნობილია, სხდომაზე დასწრება თავისუფალია. საკრებულო ონლაინ დასწრების ლინკს ავრცელებს:
“შემოგვიერთდეთ ქვემოთ მოცემული ლინკის საშუალებით.
იხ. ლინკი :
Join Zoom Meeting
https://us04web.zoom.us/j/79443100569…
Meeting ID: 794 4310 0569
Passcode: 7777 “
დატოვეთ კომენტარი