ახალი ამბები

ბეთლემის კლუბისა და სამხედრო აღრიცხვის სამსახურის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემში კლუბის შენობისა და გორში, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი გამოცხადდა. 

აღნიშნული მომსახურებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 500 ლარი გაითვალისწინა. 

“ბეთლემში  კლუბის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.”

“გორის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გადაწყვეტები დაზუსტდეს დამკვეთთან ერთად, არსებული შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლის შემდეგ”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციებში. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ საინჟინრო – საპროექტო მომსახურება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა შეასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი