ახალი ამბები

ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილებს 10 ლიტრ ზეთს გადასცემენ 

გორში, ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილი, არაკომპაქტურად მცხოვრებ ოჯახებზე დაიწყება დახმარების გაცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე გაიცემა მცენარეული ზეთი, თითოეულ ოჯახზე – 10 ლიტრი.

“ქურთის მუნიციპალიტეტი აგრძელებს 2022 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილ ოჯახებზე დახმარების გაცემას. ამ ეტაპზე გაიცემა მცენარეული ზეთი. თითოეული ოჯახი მიიღებს 10 ლიტრ მცენარეულ ზეთს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

მოსახლოება კუთვნილი დახმარების მისაღებად კარალეთის დევნილთა დასახლებაში, 421-ე კოტეჯში უნდა მივიდეს.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.