ახალი ამბები

კაცი, რომელიც გორში მამამ დაჭრა, გარდაიცვალა

კაცი, რომელიც გორში, კომბინატის დასახლებაში მამამ დაჭრა, გარდაიცვალა.

ის 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა “გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში. ექიმების თქმით, მას 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცივი იარაღით.

“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო კლინიკაში შემოყვანისას. მას გულ-მკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. დაზიანებული ჰქონდა ფილტვი, ღვიძლი, კუჭი, პანკრეასი,ასევე წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები, თავის, ორივე ხელის მტევნის, მარჯვენა წინამხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები.არაერთი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა” , – აცხადებდნენ ექიმები.

კაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია მისი მამა – 82 წლის კ.მ. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.