გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ეჭვობს, რომ ბიტკოინების საქმეში ერთზე მეტი პირია ჩართული.
მისი თქმით, დადგება თუ არა სხვა ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტენ.
“ძალიან ძნელია ახლა იმის თქმა, სხვამაც იცოდა თუ არ იცოდა, მაგრამ მგონია რომ ამ საქმეს ერთი ადამიანი ვერ გააკეთებდა. ცენტრის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ დიდი ხანი ეჭვობდა ამაზე, დავალებული ჰქონდა სხვა ადამიანებისთვის, რომ შეესწავლათ ეს თემა, მაგრამ ვერაფერი იპოვა”, – ამბობს დავით რაზმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სამსახურმა გორის კულტურის ცენტრში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მაინერები გორის მერიის კულტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გიორგი ქვათაძეს ეკუთვნოდა.