ახალი ამბები

საია: გორელ თანამდებობის პირებს შესაძლოა პატიმრობა დაემუქროთ

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ანტიკორუფციული სამსახური გამოძიებას აგრძელებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის იურისტის რეზო რევაზიშვილის განცხადებით, თუ გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ფაქტს დაადგენს, შესაძლოა პასუხისმგებელ პირებს პატიმრობა დაემუქროს.

“აშკარაა სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რა კვალიფიკაციით არის აღძრული საქმე. დანაშაული არის მძიმე და თუ კი დადასტურდა შესაძლო კორუფციულ სამოხელეო დანაშაულთან რომელიმე პირის შემხებლობა, დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული იქნება პატიმრობა” , – ამბობს რეზო რევაზიშვილი.

ინფორმაციისთვის, გორის კულტურის ცენტრში ფარულად კრიპტოვალუტის –  ბიტკოინის გამოსამუშავებლად რამდენიმე კომპიუტერი უწყვეტ რეჟიმში იყო ჩართული და აღნიშნულიდან ფინანსურ სარგებელს ბოლო 2 წლის განმავლობაში გორელი თანამდებობის პირები იღებდნენ, გაზრდილი ელექტოენერგიის საფასური კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან იყო გადახდილი. 

ცნობისთვის, გორის კულტურის ცენტრი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ექვემდებარება, რომლის დირექტორი ამჟამად, დავით წეწვაძეა, ხოლო ყოფილი დირექტორი გელა კაპანაძეა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.