ახალი ამბები

გორში ბიტკოინების საქმეზე გამოძიება გრძელდება – დაკავებული  არავინაა

გორის კულტურის სახლში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გავრელებული ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სამსახურმა აღნიშნულ უწყებაში ბიტკოინების ქარხანა აღმოაჩინა. 

როგორც სუს-ში აცხადებენ ჯერ დაკავებული არავინაა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მაინერები გორის მერიის კულტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გიორგი ქვათაძეს ეკუთვნოდა. 

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ სააგენტოს ყოფილი დირექტორი, გელა კაპანაძე და ჯერ კიდევ მოქმედი მოადგილე გიორგი ქვათაძე. 

დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ამის გასარკვევად რადიო “მოზაკამ” გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს დირექტორს, დავით წეწვაძესა და კულტურის ცენტრის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ზურაბ ილურიძეს დაუკავშირდა, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. 

დატოვეთ კომენტარი