ახალი ამბები

გორში მანქანა გაქურდეს – შსს მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს

გორში, კომბინატის დასახლებაში გვიან ღამით მანქანების სახელოსნო გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, სახელოსნოში მდგარი მანქანიდან წაღებულია მაგნიტოფონი, კატალიზატორი და მანქანის სხვა ნაწილები.

ამბავთან დაკავშირებით, რადიო “მოზაიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ გაარკვევდნენ, თუმცა შსს კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.