გორის სპორტის სასახლეში კალათბურთის “ყველა ვარსკვლავის” მატჩი გაიმართა.
“”ყველა ვარსკვლავი” საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და გორის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. მისი ძირითადი მიზანია სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია და კალათბურთით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება. სანახაობრივი შოუ გორის სპორტის სასახლეში გაიმართა და გულშემატკივრებმა ფავორიტი კალათბურთელების ამხანაგური მატჩი იხილეს” , – ინფორმაცია გორის მერიამ გაავრცელა.
მატჩს ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც, რომელმაც კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად “ყველა ვარსკვლავის” მატჩის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
დატოვეთ კომენტარი