ახალი ამბები

ინფორმაცია, რომ პოლიციელი ჩემს შვილზე ძალადობს, სიცრუეა 

“არ მიყვარს მაგ საკითხზე საუბარი, მაგრამ ისეთი ტყუილი გაავრცელა, არ შემეძლო გაჩუმება”, – ასე ეხმაურება ახალგაზრდა ქალი ყოფილი ქმრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გორელი პოლიციელი მის 4 წლის შვილზე ფსიქოლოგიურად ძალადობს. 

ქალი რადიო “მოზაიკასთან” საუბარში ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე მისი შვილის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და ამით მასსა და მცირეწლოვანს მორალურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს. 

” 4 წელია გაცილებული ვარ, ამ 4 წლის განმავლობაში, ხან რას იგონებს ხან რას. არ მინდოდა საჯარო გამოხმაურება, მაგრამ იძულებული გავხდი. სხვა ადამიანს ცილსსწამებს და ბევრი ადამიანი იჯერებს. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი, როგორც ბავშვის დედის პოზიცია გამეხმაურებინა. თავადაა მოძალადე და ჩემს შვილსაც თვითონ აყენებს სტრესს. ტყუილია, რომ მის მიერ დასახლებული პოლიციელი ჩემს შვილზე რაიმე სახით ძალადობს, – ამბობს ქალი. 

ინფორმაციისთვის, 2 დღის წინ, 26 იანვარს გორში პოლიციის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ზაზა დუდაშვილმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მის შვილზე ძალადობაში დაადანაშაულა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.