გორის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი კოვიდის გამო შეჩერდა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე ქალაქის 4, ხოლო სოფლის 6 სკოლა გადავიდა.
“უახლესი მონაცემებით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე ახორციელებს სასწავლო პროცესს გორის მე-4, მე-9, მე-10, მე-12, ხელთუბნის, ქვახვრელის, ახალდაბის, ქერეს, კარალეთის 1, კარალეთის მე-2 საჯარო სკოლები”, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი
კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით აღნიშნული სკოლები საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესს ორი კვირის შემდეგ შეძლებენ.
დატოვეთ კომენტარი