ახალი ამბები

ჩემს შვილზე სისტემატურად ძალადობს გორის პოლიციის თანამშრომელი – მოქალაქე  

გორელი მოქალაქე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მის შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, პოლიციელი 4 წლის ბავშვზე ფსიქოლოგიურად ძალადობს. ზაზა დუდაშვილის თქმით, არაერთხელ მიმართა გენერალურ ინსპექციას, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ. 

“მყავს 4 წლის შვილი, გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, გურამ ზარქუა სისტემატურად ძალადობს ჩემს შვილზე. არაერთხელ მივმართე გენერალურ ინსპექციას და დაცინვის მეტი ვერაფერი მივიღე. სახლიდან  აგდებს, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს. მივმართე სახალხო დამცველს და ბავშვთა უფლებების დამცველებს. ეს ზარქუა სახლში მიგზავნის ხალხს და ჩემზე ზეწოლას ცდილობს. ყოველდღე შიშის ქვეშ ვარ”, – ამბობს დუდაშვილი. 

ინფორმაციისთვის, შიდა ქართლის პოლიციასთან აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მხირდან ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს. 

დატოვეთ კომენტარი