ახალი ამბები

ხელთუბანში ახალი საბავშვო ბაღი 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება 

ხელთუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მალე დასრულდება, – ინფორმაცია ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა. 

უწყების ინფორმაციით, საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათვლილი და სააღმზრდელო დაწესებულება 200 – მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

“აღნიშნულ ფართში საბავშვო ბაღი რამდენიმე ათეული წლის წინაც ფუნქციონირებდა. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა შენობის მდგომარეობამ გამოიწვია, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობას. მას შემდეგ ბაღი სოფლის ცენტრში არსებულ სხვა მუნიციპალურ ფართში აგრძელებს ფუნქციონირებას, რომელიც არ იძლევა საგანმანათლებლო პროცესის სათანადო პირობებში განხორციელების შესაძლებლობას. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ადგილობრივ თვითმართველობას საბავშვო ბაღის შენობის კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვა მოუწია”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ხელთუბნისა და თორტიზის გასაყარზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე სოფლის ბავშვებს მოემსახურება. 

დატოვეთ კომენტარი