ახალი ამბები

მადლობა ამ ოთხი წლისთვის – ჩხარტიშვილმა გორის თეატრი დატოვა

გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. დავით ჩხარტიშვილმა ოფიციალური კომენტარი ფეისბუქ გვერდზე გააკეთა, მან ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

ჩხარტიშვილის თქმით ის ამ სფეროში რჩება.

“ერისთავის თეატრი ცვლილებებში პირველია რას ვიზამთ,ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. მადლობა ამ 4 წლისთვის ერისთავის თეატრს, მსახიობებს, ტექნიკურ პერსონალს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მაყურებელს, იმ ადამიანებს ვინც გვეხმარებოდა განვითარებაში და ყოველთვის გვერდით გვედგა. მადლობა ამ ქალაქს,რომელმაც ასე შემაყვარა თავი.  4 წელში 15 ჯილდო სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე,30% გაზრდილი შემოსავლები,ბევრი დადებითი რეცენზია,ბევრი გაკეთებული ინფრასტრუქტურული სამუშაო,ბევრგან აღიარებული წარმატება,ბევრი ტაში და ბევრი სიყვარული. ამ სფეროში ვრჩები და კიდევ ხშირად შევხვდებით”, – წერს დავით ჩხარტიშვილი

ინფორმაციისთვის, დავით ჩხარტიშვილი გორის თეატრის დასს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. 2022 წლის პირველი იანვრიდან მის ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა და კულტურის სამინისტრომ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.