ახალი ამბები

სააგენტო: ძაღლს, რომელსაც არ ექნება საყელური, გადავიყვანთ თავშესაფარში 

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ქუჩაში ძაღლების სიმრავლის გამო შესაბამისი ღონისძიები ტარდება, რაც გულისხმობს ქუჩაში საყელურის გარეშე მყოფი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანას. 

“ხაშურში, ქარელში, გორში და კასპის მუნიციპალიტეტში როგორც მიუსაფარი, ისე პატრონიანი ძაღლების სიმრავლე შეინიშნება. მოგმართავთ თხოვნით ძაღლი, რომელიც თქვენ გეკუთვნით გთხოვთ იყოლიოთ თქვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ცხოველის მერ ადამიანის დაკბენის ფაქტები. ძაღლს, რომელსაც არ ეკეთება საყელური და ქუჩაში იქნება, მოხდება მისი გადაყვანა შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში. სტერილიზაცია-კასტრაციის შემდეგ კი ძაღლი კვლავ დაბრუნდება ბინადრობის ადგილს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

სააგენტოს ინფორმაციით, ქოლ-ცენტრი მოქალაქეებს 24/7 უწყვეტად მოემსახურება. ტელ: 595 33 55 08

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.