ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა 

კოშკებსა და რიეთში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს, – ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. 

ორივე სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება. შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა, რისთვისაც 835 610 ლარია გათვალისწინებული. 

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

დღემდე, რიეთში (100-მდე ოჯახი) და კოშკებში (85 ოჯახი) მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს საუბნო ონკანებიდან იღებდნენ.

დატოვეთ კომენტარი