ახალი ამბები

გორში თურქეთის მოქალაქე პოლიციელების შეურაცხყოფისთვის დააკავეს

გორში თურქეთის მოქალაქე შირინ ჩიფჩი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

“თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გორის მონაკვეთზე შეჩერებული იქნა სატვირთო ტრაილერი, რომლის მძღოლმა შირინ ჩიფჩიმ პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს” , – აღნიშნულია საქმის მასალებში.

საქმე მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა. მან შემამსუბუქებელ გარემოებად ჩათვალა ის, რომ შირინ ჩიფჩმა აღიარა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა.

“სასამართლოს მიაჩნია, რომ შირინ ჩიფჩის უნდა მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა, რამდენადაც მის მიერ ჩადენილ ქმედებას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი, ქმედება არ შეიცავდა მომეტებულ საშიშროებას, ინანიებს ჩანადენს, რის გამოც სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება” , – ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.

შირინ ჩიფჩი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

დატოვეთ კომენტარი