გორის მუნიციპალიტეტს 2021 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 3 იანვრამდე პერიოდში 129 073 ვიზიტორი და ტურისტი ეწვია.
ინფორმაცია ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილებამ გაავრცელა.
აღნიშნული განყოფილების ცნობით ყველაზე მეტი ვიზიტორი მუნიციპალიტეტს გასული წლის ივლისში სტუმრობდა.
შემოსული ვიზიტორებიდან 96 554 უცხო ქვეყნიდან ესტუმრა.
დატოვეთ კომენტარი