ახალი ამბები

გორში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი დაარსდა  

ადვენტისტებური განვითარებისა და დახმარების სააგენტომ (ADRA) – საქართველომ, პოლონური  ფინანსური დახმარებით განახორციელა პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დასახმარებლად.

პროექტი „საქართველოში შშმ პირებისთვის უკეთესი ინფრასტრუქტურისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, დაიწყო 2021 წლის აგვისტოში და დასრულდა 31 დეკემბერს.

პროექტის განმავლობაში ADRA საქართველო თანამშრომლობდა 3 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „ბილიკი“, „ბავშვი და გარემო“ და „ბავშვი, ოჯახი საზოგადოება“.

პროექტი მიზნად ისახავდა შშმ პირთათვის 3 ახალი დღის ცენტრის განახლებას და დაარსებას, აგრეთვე პერსონალის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების ხელშეწყობას საქართველოს სამ რეგიონში, გორში, ჭიათურასა და მარნეულში. 

“პროექტის განმავლოაბში მოხდა სამივე დღის ცენტრის ინფრასტრუქტურის ძირითადი ცვლილებები, მათ შორის იატაკის, კედლების, ჭერის, დამონტაჟდა წყლის, ელექტრო ენერგისაა და გათბობის სისტემები. მოეწყო სამზარეულო, სხვადსხვა ფუნქციური ოთახები და ასევე გაკეთდა პანდუსი. ცენტრებს აგრეთვე გადაეცა საჭირო აღჭურვილობა, ლოგოპედის, ოკუპაციური თერაპიისა და ფიზიოთერაპიისთის”, – ამბობენ პროექტის წარმომადგენლები.

გორში, საზოგადოება „ბილიკის“ ოპერატიული ზონა მოიცავს შიდა ქართლის რეგიონს. ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ვერ იღებს საჭირო რეაბილიტაციას. 

“ამ პრობლემის საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკმა“ დახმარება გვთხოვა გორში „ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის“ დაარსებაში. მათ აქვთ შენობა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოუყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად. ამ შენობაში არსებობს ადრეული ინტერვენციის ცენტრი, რომელიც 2019 წელს ასევე პოლონეთის დახმარებით გაკეთდა და ის ამჟამად წარმატებით ფუნქციონირებს და ზრუნავს 80-მდე ბენეფიციარზე. ამავე შენობაში იყო თავისუფალი ადგილი, სადაც შეიძლებოდა რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრის მოწყობა. ეს ფართი ცუდ მდგომარეობაში იყო, ამიტომ საჭირო იყო სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რათა სარეაბილიტაციო ცენტრის ფუნქციონირებისთვის შესაფერისი ყოფილიყო”.

რეაბილიტაციის ფარგლებში დამონტაჟდა 7 შიდა კარი და შეცვალა 12 ფანჯარა, მოეწყო გათბობის სისტემა და ელექტროსისტემა. შეიქმნა 5 ფუნქციური ოთახი, სარეაბილიტაციო ოთახი, სავარჯიშო ოთახი, გასახდელი ოთახი, მოსაცდელი და საშხაპე ოთახი.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მიერ. პუბლიკაცია გამოხატავს ექსკლუზიურად ავტორის შეხედულებებს და არ შეიძლება მისი იდენტიფიცირება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციასთან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.