ახალი ამბები

მწერალმა გიორგი კეკელიძემ შავშვებში დევნილ პატარებს წიგნები ჩაუტანა

ქართველმა პოეტმა, პროზაიკოსმა და კინოსცენარისტმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ შავშვების დევნილთა დასახლებაში არსებულ სკოლამდელ დაწესებულებაში აღსაზრდელებისთვის საბავშვო წიგნები მიიტანა.

“იძულებით გადაადგილებულ პატარებს ახალი ბიბლიოთეკა მოვუწყეთ და მათთან პირობა დავდეთ რომ ყოველწლიურად ვესტუმრებით” , – ამბობს გიორგი კეკელიძე.

გიორგი კეკელიძე არის პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წლებში.) ასევე, საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი. წიგნის მუზეუმის დამაარსებელი. წიგნის ჩუქების დღის ინიციატორი საქართველოში.

დატოვეთ კომენტარი